GMGA ტრენინგი " სოკოს მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა"

ტრენინგი " სოკოს მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა"

ტრენინგი " სოკოს მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა"

09-01-2019
ტრენინგი " სოკოს მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა" ჩატარდა "საქართველოს სოკოს მწარმოებელთა ასოციაციის" ორგანიზებით  სოკოს მწარმოებლებისთვის, მოყვარულთათვის და დამწყებებისთვის.

ტრენინგები ჩატარდა თბილისში, 4 დეკემბერს და თელავში, 11 დეკემბერს.

ტრენინგი ეხებოდა შემდეგ თემებს:

**სოკოს მოყვანის ტექნოლოგიები მორებზე;
** კალმახა სოკოს წარმოება ნამჯაზე, მომზადების წესი, დაავადებები და მათთან ბრძოლის საშუალებები;
**ევროპული სტანდარტები და ბიოლოგიურად სუფთა სოკოს წარმოება;
**ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ზოგადი მიმოხილვა.

ტრენინგის ბოლოს გაიმართა ალაფურშეტი, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, არაფორმალურ გარემოში ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება;
ქ. თელავში დამატებით გაიმართა საქართველოს სოკოს მწარმოებელთა ასოციაციის მიერ შექმნილი სოკოს კერძების დეგუსტაცია.

პროექტი "სოკოს მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა" დაფინანსებულია ევროკაშირის (European Union in Georgia) მიერ და მას ანხორციელებს საქართველოს სოკოს მწარმოებელთა ასოციაცია, დონორ ორგანიზაციებთან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers' Association, Civil Development Agency (CiDA)), ISET - International School of Economics, Export Development Association / ექსპორტის განვითარების ასოციაცია და Association Atinati / ასოციაცია ათინათი ერთად.

 

გამოგვიწერეთ