ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად კარგი გარემო შევქმნათ

ჩვენი მისია: მაქსიმალურად კარგი გარემოს შექმნა საქართველოში სოკოს წარმოების განვითარებისთვის, პროდუქციის პოპულარიზების გაზრდა, ხარისხის დაცვა და პროდუქციის იმპორტის შემცირება. საქმიანობიდან გამომდინარე ჩვენს მიზნებს წარმოადგენს: სოკოს წარმოებაზე, დამუშავებასა და მარკეტინგთან დაკავშირებით საფრთხეების პროგნოზირება და რეაგირება; მონიტორინგი და გავლენა საკანონმდებლო და მარეგულირებელ საკითხებზე; მხარდაჭრა, ანალიზი და გავრცელება ისეთი ინფორმაციის, როგორიცაა კვლევები, სტატისტიკა, ინოვაციები ტექნოლოგიებში და სხვ.; საუკეთესო პრაქტიკის განვითარება და სწავლება სურსათის უვნებლობის მართვისა და მუშაობის უსაფრთხოებაში; ყველა სამეწარმეო პარტნიორთან საკომუნიკაციო ქსელის უზრუნველყოფა.

ვცდილობთ შემდეგი ამოცანების გადაჭრას: მარკეტინგი და მისი განვითარება - მოთხოვნის უზრუნველსაყოფად საწარმოო დონის შეფასება; არსებული ბაზრების შენარჩუნება და განვითარება, ახალი ბაზრის შესაძლებლობების ათვისება. სამრეწველო რისკების მართვა - ხარისხის, წარმოების და სამრეწველო რეპუტაციის დაცვა. წარმოების მხარდაჭრა და მწარმოებელთა ინტერესების ხელშეწყობა. სამეწარმეო შესაძლებლობები და განვითარება - ინფორმაციის და რესურსების (ფინანსური, ფიზიკური და ადამიანური) მართვა, გაერთიანებები ჩამოყალიბება და ურთიერთთანამშრომლობა იმისთვის, რომ განვავითაროთ და გავზარდოთ სოკოს წარმოების მოცულობა.

ჩვენი გუნდი

ფერმერები

ჩვენი პროექტები

ჩვენი პარტნიორები